ლატვიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი იანის ტიმა მოსკოვში ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 32 წლის ტიმამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც delfi.lv იტყობინება, მომხდარის სავარაუდო მიზეზი ტიმასა და უკრაინელი მომღერლის ანა სედოკოვას დაშორება გახდა. გარდაცვლილი იანისის გვერდით იპოვეს ტელეფონი, რომელზეც აკრეფილი იყო ყოფილი მეუღლის ნომერი, ასევე იქვე იყო შეტყობინება, სადაც კალათბურთელი ყოფილ ცოლს სთხოვდა დარეკვას.
ლატვიელი კალათბურთელი “ინსტაგრამ” გვერდზე სუიციდზე ხშირად საუბრობდა და სედოკოვას ადანაშაულებდა იმაში, რომ ნამდვილი სიყვარული ფულზე
გაცვალა.
ტიმა და სედოკოვა ქორწინებაში 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
იანისი სხვადასხვა დროს “ბასკონიას”, “ოლიმპიაკოსისა” და “ხიმკის” ღირსებას იცავდა, მან ევროლიგაში ჯამში 5 სეზონი გაატარა. ლატვიის ნაკრებში კი 2013/2017 წლებში ასპარეზობდა.
ტიმა 2013 წელს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე 2013 წელს, “მემფის გრიზლსმა” მეორე რაუნდის მე-60 პიკად აირჩია, მაგრამ ლატვიელს NBA-ში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. იანისმა 2021 წელს “ორლანდო მეჯიქთან” ერთად საზაფხულო ლიგაზე იასპარეზა.
წყარო