ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„რთულ დროს შეგიძლია შენი მეგობრების იმედი გქონდეს,” – წერს ცაჰკნა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც მას გარდა არიან ლიეტუველი კოლეგა გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლატვიელი კოლეგა ბაიბა ბრაჟე და ისლანდიელი კოლეგა ტორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი.
„ჩამოვედით თბილისში, სადაც მიმდინარეობს კიდევ ერთი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის,” – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.