ლატვიის თავდაცვის მინისტრი ქალებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემოღებას მხარს უჭერს

ლატვიის თავდაცვის მინისტრი ქალებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემოღებას მხარს უჭერს.
ანდრის სპრუდსის განცხადებით, იდეას ჯერ კიდევ სჭირდება განხილვა სამთავრობო კოალიციაში, პარლამენტსა და საზოგადოებაში.
მმართველი პარტიების პოლიტიკოსებს ჯერ არ აქვთ კონსენსუსი იმაზე, უნდა გაიწვიონ თუ არა ქალები სამხედრო სამსახურში.
მანამდე ეროვნული შეიარაღებული ძალების (NAF) მეთაურმა, ლეონიდ კალნინშმა გამოთქვა ინიციატივა, განიხილონ ეროვნული თავდაცვის სამსახურში ქალების გაწვევის შესაძლებლობა.
ლეონიდ კალნინშის განცხადებით, დანაყოფებში, რომლებშიც ქალები მსახურობენ, ხარისხი, ეფექტურობა და დისციპლინა გაცილებით მაღალია. კალნინშმა არ უარყო, რომ არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობა იწვევს შეშფოთებას რეკრუტირების კუთხით. დაგეგმილია, რომ მომავალ წელს თავდაცვის ეროვნულ სამსახურს ათასამდე ახალგაზრდა გაივლის, სამომავლოდ კი წელიწადში 4 ათასამდე ჯარისკაცის მომზადება იგეგმება.
„წარმოვიდგინოთ, რომ მე, 18 წლის მოქალაქე, ვხედავ, რომ გოგონები ნებაყოფლობით აპირებენ სამსახურს – და ეს ძალიან კარგი სიგნალი იქნება, ჩვენ თუ მივიღებთ შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების მეთაურმა.
პირველი არხი