ლატვიის, ს, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ს, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო “სტამბაში” მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ბრიფინგი გაიმართება.
დღევანდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ, საუბრის მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი და აღნიშნულის გამო, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციები იქნება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და ოპოზიციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?