საუბარია ტურნირზე, რომელიც სექტემბერში სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უნდა გაიმართოს ადგილობრივი “ცრვენა ცვეზდას”, დუბაის და რუსული კლუბების, “ცე-ეს-კას” და “ზენიტის” მონაწილეობით.
“იმის გათვალისწინებით თუ ვინ არის ამ ტურნირის ორგანიზატორი, მე არ შემიძლია მივიღო მონაწილეობა მსგავსი დასახელების გათამაშებაში, არ ვითამაშებ ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგაც კი”, – განაცხადა ბერტანსმა.
რუსული კულბები უკრაინაში ომის გამო ევროტურნირებზე ვერ მონაწილეობენ და ამის გამო ხშირად ეძებენ მსგავსი კერძო ტურნირის ტიპის საშუალებებს, რომ უცხოელ ოპონენტებთან თამაში მოახერხონ.
დევის ბერტანსი საკალათბურთო სამყაროში ცნობილი კაცია. ის 2016 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში NBA-ში თამაშობდა სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში. ამერიკაში მას ზედმეტსახელად “ლატვიელ ლაზერს” ეძახდნენ, რადგან გამოირჩეოდა სამქულიანების ზუსტი ტყორცნებით. 2024 წლიდან ბერტანსი დუბაის საკალათბურთო გუნდში გამოდის.