საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდი, ლატვიას 10 ოქტომბერს რიგაში, რფს-ის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო მალტასთან მატჩს 14 ოქტომბერს, ტა ქალის “ცენტენარი სტედიუმი” უმასპინძლებს.
დღეს, 21-წლამდელებმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. ლატვიასთან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სან-ჟილუაზი, ბელგია).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე (დინამო თბილისი).
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან – შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია – მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
[VIDEO] U21. უკეთესის სურვილით – საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში – ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
ახალი შესარჩევის პირველი ტური – ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
