ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი – ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი, – ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს გადასცემს. ლატვია ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია”, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.