ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარებას და 65 ავტომობილს უგზავნის

ლატვიიდან უკრაინაში 3 ნოემბერს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია და 65 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გაიგზავნება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დახმარების პაკეტი ქვეყანაას ენერგო კომპანია Latvenergo-მ კომპანია Sadales tīkls-თან თანამშრომლობით გადასცა.
ღონისძიებას დაესწრებიან საქველმოქმედო ორგანიზაცია Ziedot.lv-ის აღმასრულებელი დირექტორი რუტა დიმანტა, Latvenergo-ს ადმინისტრაციული დირექტორი არნის კურგსი, Sadales tīkls-ის საბჭოს წევრი და ტექნიკური დირექტორი რაიმონდს სკრები და Sadales tīkls-ის საბჭოს წევრი და განვითარების დირექტორი ვიგანტს რადზში.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ლატვიაში უკრაინის საელჩოს მრჩეველი იური ზახარჩუკი, ასევე Latvenergo-სა და Sadales tīkls-ის მოხალისე მძღოლები.
Latvenergo-მ უკრაინას უკვე გადასცა სულ 158 ერთეული მეორადი სატრანსპორტო საშუალება, რაც ხელს უწყობს უკრაინელი ჯარების მობილობის გაუმჯობესებას ფრონტის ხაზზე და მხარს უჭერს როგორც სამხედრო დანაყოფების გადაადგილებას, ასევე კრიტიკულად საჭირო რესურსების მიწოდებას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს