ლატვია შეუერთდება ნატო-ს ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს და ამისთვის მინიმუმ 2 მილიონ ევროს გამოყოფს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ლატვიის მთავრობის სხდომაზე განიხილეს ნატო-ს ინიციატივაში მონაწილეობა უკრაინისთვის საჭირო ამერიკული იარაღის მიწოდების შესახებ.
„ამ ინიციატივაში ლატვიის ფინანსური წვლილის მოცულობა დაზუსტდება, მაგრამ ის არანაკლებ 2 მილიონი ევრო იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, აშშ-მა და ნატო-მ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი – უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია (Priority Ukraine Requirements List (PURL)) აამოქმედეს, რომელიც ალიანსის სხვა წევრების შენატანებიდან დაფინანსებას ითვალისწინებს.
