ლატვიაში, ევროკავშირის მასშტაბით, მოსახლეობის ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა

გასულ წელს მოსახლეობის რაოდენობა ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანაში შემცირდა. ყველაზე დიდი კლება (0,6%, ანუ 11,1 ათასი ადამიანი) ლატვიაში დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური სამსახურის მიერ 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ „დემოგრაფიულ ცნობარშია“ შესული.
2023 წელს, პოლონეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთსა და იტალიაში მოსახლეობა 0,5%-ით შემცირდა. ამის საპირისპიროდ, მალტას (3.9%), ლუქსემბურგს (1.7%), ირლანდიასა და კვიპროსს (ორივეს – 1.4%) მოსახლეობის ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდათ.
ბოლო წლებში ლატვიის მოსახლეობა შემცირებას, ძირითადად, ბუნებრივი მატების უარყოფითი სალდო განაპირობებს, როდესაც გარდაცვლილთა რიცხვი ახალშობილთა რაოდენობას აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ლატვიაში მიგრაციის დადებითი ბალანსი დაფიქსირდა (მიგრანტების მაჩვენებელმა ემიგრანტების რიცხვს გადააჭარბა), ამ წლის ბუნებრივი მატების ნეგატიურმა ბალანსმა (-0,7%) კვლავ მოსახლეობის შემცირება გამოიწვია.
2021 წელს ლატვიაში 1000 მოსახლეზე შობადობა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის ტოლი იყო, მაგრამ მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად უარესდება – 2023 წელს ევროკავშირში 1000 მოსახლეზე შობადობის მაჩვენებელმა 8,2 შეადგინა, ლატვიაში კი მხოლოდ 7,7.
2023 წელს ლატვიაში 14 490 ბავშვი დაიბადა. ეს 1 464-ით, ანუ 9,2%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 100 წლის განმავლობაში.
2023 წელს ქვეყანაში 8,8%-ით ნაკლები ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 2022 წელს და 19%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წელს, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი იყო. თუმცა, გასულ წელს ლატვიაში 1000 მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობა სიდიდით მეორე იყო ევროკავშირში, ბულგარეთის შემდეგ (ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელია 10,8, ლატვიის – 14,9, ბულგარეთის – 15,7). საერთოდ, ლატვიას, დიდი ხანია, ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი (ანუ, უარესი) მაჩვენებელი აქვს ევროკავშირში.
2022 წელს ში ს სამხედრო შეჭრამ მსოფლიო შეცვლა. უკრაინელი მიგრანტების დიდი ნაკადის გამო, ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. გამონაკლისი არც ლატვია ყოფილა და ზედიზედ მეორე წელია, ამ ქვეყანაში მიგრანტების დიდი წილი სწორედ უკრაინელებზე მოდის: 25,1% 2023 წელს და 63,6% – 2022 წელს, ანუ ლატვიაში ყოველი მეოთხე ემიგრანტი უკრაინელია.
მიგრაციის ხარჯზე მოსახლეობის ზრდა ლატვიაში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია – ეს მაჩვენებელია ყველაზე მცირეა პოლონეთში (0,1პროცენტი 1000 მოსახლეზე), შემდეგ მოდის (0,3) და ლატვია (1,3). ევროკავშირში 1000 მოსახლეზე მიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მალტაში დაფიქსირდა – 37,9, შემდეგ მოდის პორტუგალია (14,7) და ლუქსემბურგი (14,0), მთლიანი ევროკავშირის მასშტაბით კი საშუალო მაჩვენებელი 6.3 იყო.
წყარო: 1 არხი

ასევე დაგაინტერესებთ