ლატვიაში გამოძიება დაიწყო ყოფილი პრემიერის ფრენების გამო

ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სამსახურებრივი საჭიროებისთვის კერძო თვითმფრინავების დაქირავების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
კერძოდ, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ლატვიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კრიშიანის კარინშსი სპეციალური რეისებით სულ მცირე ორჯერ უფრო ხშირად დაფრინავდა, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი.
როგორც ლატვიური მედია წერს, საუბარია კრიშიანის კარინშსის ფრენებზე, რომლებიც მან ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებთან შეხვედრებისთვის გამოიყენა. მათივე ცნობით, ამ ფრენების ხარჯები დაფარული იყო ევროკავშირის სახსრებიდან და არა ლატვიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამიტომ სახელმწიფო კანცელარიამ არ შეიტანა ეს მონაცემები კრიშიანის კარინშსის კერძო ფრენების შესახებ შეგროვებულ ინფორმაციაში.
ლატვიური მედიის თანახმად, კრიშიანის კარინშსიმ მინიმუმ 36 სპეციალური რეისით ისარგებლა, რისთვისაც ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ევროკავშირის რესურსებიდან 1,3 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა გრძელდება ლატვიის სეიმში. თავად კრიშიანის კარინშსი სპეცრეისების გამო კრიტიკას დაეთანხმა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი წყალობით მან შეძლო შეხვედროდა მსოფლიო ლიდერებს, რაც შეიძლება სწრაფად, რთულ ლოჯისტიკურ პირობებში და ამით გააძლიერა ლატვიის როლი ევროკავშირსა და ნატოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა