ლატვიაში ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ციფრული სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტო პასუხისმგებელი იყო ადგილობრივი არჩევნების პროცესის გამართულად წარმართვაზე, თუმცა ბიულეტენების სკანირების სისტემამ ხარვეზით იმუშავა და ლოჯისტიკური პრობლემების გამო ხმების ხელით დათვლა გახდა საჭირო. ამის გამო საბოლოო შედეგების გამოცხადება გადაიდო და არჩევნების ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.
გარდა იმისა, რომ ციფრული სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ელექტრონულ არჩევნებზე წარმოქმნილი პრობლემების გამო ლატვიაში ოფიციალური გამოძიებაც დაიწყო იმის დასადგენად თუ რა მოხდა რეალურად.
ამასთან, მწვანეთა და ფერმერთა კავშირი (ZZS), რომელიც ლატვიის მმართველი კოალიციის სამი პარტიიდან ერთ-ერთია, ლატვიის სეიმის დეპუტატებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. მწვანეთა და ფერმერთა კავშირი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი არჩევნების ხმების დათვლის დროს წარმოქმნილ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობამაც უნდა აიღოს.
ფოტო: Ivars Soikāns/LETA
