ლატვიამ 55 ათასი ტონა სანქცირებული რუსული სასუქი რიგიდან შრი-ლანკაში გაგზავნა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გემი „Asian Majesty“, რომელიც 55 ათასი ტონა სასუქით არის დატვირთული, გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მხარდაჭერით, რიგის ყურედან შრი-ლანკაში გაემგზავრა.
ეს არის ლატვიაში კონფისკირებული რუსული სასუქების მეოთხე პარტია, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფ კომპანიებს ეკუთვნით. წინა სამი პარტია, რომელთა საერთო წონა 75 ათასი ტონა იყო, 2023 წელს კენიაში, ზიმბაბვესა და ნიგერიაში გაიგზავნა.
გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამა აგრძელებს საერთაშორისო სანქციებს დაქვემდებარებული დარჩენილი 72 000 ტონა სასუქის ლატვიიდან ექსპორტის ორგანიზებას, იმ ქვეყნების დახმარების მიზნით, რომლებსაც ეს პროდუქტები ყველაზე მეტად სჭირდებათ.
როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ვინაიდან სანქცირებული საქონლის გაჩუქების პროცედურა შრომატევადი პროცესია და დიდი დრო სჭირდება, ამით სარგებლობს და ავრცელებს ინფორმაციებს, რომლის მიხედვითაც, ლატვია და მთლიანად, ევროკავშირი სასუქების გაჩუქებას ხელოვნურად ბლოკავენ და ამით სასურსათო უსაფრთხოების დაბალი დონის მქონე ქვეყნებს სასურსათო დაუცველობის რისკის ქვეშ აყენებენ.
2022 წლის 6 დეკემბერს ლატვიის მთავრობა გამოეხმაურა გაერო-ს მოწოდებას, რომ საჭიროა ში რუსეთის მიერ დაწყებული ომის უარყოფითი შედეგების შემსუბუქება და აფრიკის, ლათინურ ამერიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებისთვის სასურსათო კრიზისის დაძლევაში დახმარების გაწევა.
ამ მოწოდების პასუხად, ლატვიის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიების საკუთრებაში არსებული სასუქების გაჩუქებას, გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით.
წყარო: 1 არხი