ლატვიამ ს Patria-ს ტიპის 21 ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა

ლატვიამ ს Patria-ს ტიპის 21 ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიგალის რიგაში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯავშანტრანსპორტიორებს უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მოქმედებებში დაუყონებლივ გამოიყენებენ.
2025 წელს, ჯამში, უკრაინამ ლატვიისგან 42 ჯავშანმანქანა მიიღო.
შმიგალმა მადლობა გადაუხადა ლატვიის მინისტრს უკრაინისთვის პრიორიტეტული საჭიროებების სიის (PURL) ინიციატივაში მონაწილეობისთვის, რომლის ფარგლებშიც ლატვიამ დამატებით €2.2 მილიონი გამოყო.
-ს მიერ წამოწყებული ინიციატივის მიზანია უკრაინამ NATO-ს ქვეყნების დახმარებით ბრძოლისთვის საჭირო ამერიკული შეიარაღება მიიღოს.