ლას–ვეგასის შემდეგ, მეორე Sphere აბუ–დაბიში აშენდება

მსოფლიოში მეორე სფერო შენობა–ეკრანი, Sphere, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბიში გამოჩნდება. ამის შესახებ Variety იტყობინება.
ორიგინალური Sphere – გასართობი მოედანი–სფერო გაიხსნა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს ლას-ვეგასში -ში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სფერული ნაგებობა, რომლის სიგანეა 157 მ, ხოლო სიმაღლე 112 მ.
Sphere-ის მთელ სივრცეში დამონტაჟებული გარე დისპლეების წყალობით, შენობაზე ნებისმიერი გამოსახულების პროექციაა შესაძლებელი. შენობის მშენებლობა 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. სფეროს ტევადობა 18 ათას 600 ადამიანს შეადგენს. Sphere–ს გახსნაზე ლას–ვეგასში U2 გამოვიდა.
როგორც Variety იუწყება, მეორე სფეროს შენობის მშენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს Sphere Entertainment Co.–მ და აბუ დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა, მისი მშენებლობის დაწყების ან გახსნის თარიღის მითითების გარეშე.