2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი სრულდება.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს. დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი (2025 წლის 29 – 31 მაისი) მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების მონაწილეობით, ქართული ფულის კატალოგის გამოშვება, საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და სხვა.
“აღნიშნულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზებამ და ჩატარებამ”, – წერს ეროვნულმა ბანკი შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს.
ასევე დაგეგმილია:
• ლოგოს და მის საფუძველზე ე.წ. „ბრენდბუქის“ შემუშავება; • ღონისძიების ფროდაქშენ მომსახურება, მათ შორის საიმიჯო რგოლის მომზადება; • ღონისძიების ორგანიზება სასტუმრო „შერატონში“,
მათ შორის:
· ღონისძიების ვიზუალური კონცეფციის შექმნა და შემსყიდველთან შეთანხმება;
· კონცეფციის შესაბამისად, სასესიო დარბაზის 300 სტუმარზე ღონისძიების უზრუნველსაყოფად მომზადება;
· მაღალი რანგის სტუმრებისთვის ბიზნეს ოთახის მოწყობა;
· მედია სივრცის და მედია ოთახის მოწყობის უზრუნველყოფა;
· შენობაში სარეგისტრაციო პუნქტის მოწყობა;
· შენობაში საინფორმაციო პუნქტის მოწყობა;
· საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში დაცული ექსპონატების გამოფენის ორგანიზება/მოწყობა;
· პრეს ბანერების/ და ბექდროფ ბანერების დამზადება
· ღონისძიების სრულყოფილად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელი სხვა, დამატებითი მომსახურება
• ღონისძიების, მათ შორის მედია და მაღალი რანგის სტუმრების ბიზნეს ოთახის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით უზრუნველყოფა; • მიღების/Welcome reception და სადილის/gala dinner ორგანიზება 2025 წლის 29 და 30 მაისს (სარესტორნო მომსახურების გარდა). • სტუმრების დახვედრა – გაცილება.
ლარის 30 წლის იუბილეს საზეიმო ღონისძიებები გადასახადის დამხდელებს 771 ათასი ლარი დაგვიჯდება.
შეგახსენებთ, პირველად ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა. იმავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი (თეთრი) საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
