ლარი პეიჯმა ბეზოსსა და ელისონს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი კვლავაც Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკია. Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, მასკის ქონება ამ ეტაპზე 447 მილიარდ დოლარს უტოლდება.
უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მასკს მოსდევს Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი, რომლის ქონებაც 273 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონსი მესამე ადგილზეა, მისი ქონება ბოლო მდგომარეობით, 262 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამ სიაში მეოთხე ადგილზეა ამერიკელი სერგეი ბრინი 255 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით.
მილიარდერთა რეიტინგში მეხუთე ადგილზე კი შეხვდებით Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს. მისი ქონება ამჟამად 251 მილიარდ დოლარად ფასდება.