ლარი დოლართან 4.6 თეთრით, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა – რა ღირს ეროვნული ვალუტა ბანკებში?

ლარი დოლართან 4.6 თეთრით, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა – რა ღირს ეროვნული ვალუტა ბანკებში?
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0457 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0572 ლარი შეადგინა.
ლარის კურსი Bloomberg-ზე დღეს დილიდან უფასურდება. 17:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.7575 ლარად ივაჭრება.
შედარებით მაღალია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „ ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8450 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა – 2.7250 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.8200 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.7000 ლარად.