ლარი დოლართან 2 თეთრით ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 2 თეთრით ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 2.07 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8834 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.26 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0247 ლარი გახდა.