ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.23 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.6970 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.49 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1466 ლარი გახდა.

1.15 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6059 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.63 თეთრი შეადგინა.