ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7632 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.42 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9848 ლარი გახდა.