ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 1.98 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8563 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.78 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9651 ლარი გახდა.