ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.15 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.8 თეთრით. 28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7128 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9705 ლარი.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
თურნავას საგამონაკლისო ბრძანება ფარცხალაძეზე, სებ-მა სანქციების შესრულების წესი შეცვალა
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი – 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.98 ლარად.