ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.71 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.001 ლარი გახდა.

1.74 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5620 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.94 თეთრი შეადგინა.