ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.54 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.17 თეთრით. 30 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6827 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9080 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.