ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 26 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.12 თეთრით. 26 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.675 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9056 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.