ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.45 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.25 თეთრით. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6633 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8971 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.91 ლარად.