ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.05 თეთრით. 22 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6588 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8946 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.91 ლარად.