ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.23 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.22 თეთრით. 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6905 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9636 ლარი.
მას შემდეგ, რაც -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.98 ლარად.