ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 21 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.28 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.17 თეთრით. 21 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6882 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.943 ლარი.
მას შემდეგ, რაც -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.96 ლარად.