ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი დოლარის ღირებულება 2.7091 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.32 თეთრი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.51 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1461 ლარი გახდა.