ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.34 თეთრით. 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6734 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8886 ლარი.
მას შემდეგ, რაც -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.