15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7051ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7002 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0049 ლარი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.19 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1798 ლარი გახდა.
