10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად , 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარია.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6921 ლარი იყო, შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა.
დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებით 0.0001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 3.1502 ლარია, აქამდე მოქმედი კურსით კი 3.1651 ლარი იყო, შესაბამისად ევროს ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.
