12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.06 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.6942 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1282 ლარი გახდა.
0.08 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6269 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.61 თეთრი შეადგინა.