ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 ივლისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.03 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7061 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.94 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0936 ლარი გახდა.

3.97 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5775 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.67 თეთრი შეადგინა.