ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.91 თეთრით. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6860 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8987 ლარი.
მას შემდეგ, რაც -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.90 ლარად.