ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 26 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.73 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.63 თეთრით. 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7087 ლარია, ერთი ევროსი – 2.9406 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.76 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.72 ლარია, ევროსი – 2.96 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა.