ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.83 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.6 თეთრით გაუფასურდა. 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6688 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9062 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.