ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7227 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება 2.7227 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7236 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.