ლარი გაუფასურებას განაგრძობს – Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარი 2.7250 ლარად ივაჭრება

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. თბილისის დროით 15:00 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1აშშ დოლარი 2.7250 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7000 კურსით დაიწყო. 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7100 ლარად ივაჭრებოდა.
ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის დადგენილი კურსით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6866 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9005 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ