Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8125 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7849 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0058 ლარია.
განსხვავებულია კურსი კომერციულ ბანკებში, „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა 2.8800 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.7600 ლარად არის შესაძლებელი.
„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8750 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა – 2.7450 ლარად.