ლარი გაუფასურდა დოლართან და ევროსთან მიმართებით

ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა. მათ შორის – დოლართან და ევროსთან. ეროვნული ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ეროვნულმა ბანკმა 12 დეკემბერს, 17:00 საათზე დაადგინა.
ხვალიდან:
· 1 გირვანქა სტერლინგი 3,6359 ლარი ეღირება (გაუფასურდა 3,07 თეთრით);
· 1 ევრო – 2,9946 ლარი (გაუფასურდა 2,04 თეთრით);
· 1 დოლარი 2,8512 ლარი (გაუფასურდა 1,89 თეთრით).
ევრო, რომლის ღირებულებაც კოვიდპანდემიისას და შემდგომ პერიოდში თითქმის ოთხ ლარს აღწევდა, სამლარიან ნიშნულს 2022 წლის ივლისში ჩამოსცდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე არ აპირებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას, ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო.
29 ნოემბრიდან დღემდე ლარი გირვანქა-სტერლინგთან 18 თეთრით, ევროსთან და დოლართან კი 11-11 თეთრით გაუფასურდა.
ყიდის თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის შესანარჩუნებლად რეზერვში არსებულ დოლარს, უცნობია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა.
მხოლოდ ოქტომბერში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თვეში, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 591,1 მლნ დოლარი გაყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა

ტატა ხვედელიანი მარიამ ლაშხს – თქვით, რომ თეატრი გამოყენებულია პოლიტიკურ სცენად, ეს იმის გამოა, რომ „ოცნება“ რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებს! თქვენ „ხარებას“ და მისნაირ მოძალადეებს მიანიჭეთ ინდულგენცია და ღირსების ორდენები დაურიგეთ!