ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს ქართული ვალუტის – ლარის – 30 წლის იუბილეს აღნიშვნას. ამისთვის 771 ათასი ლარი დაიხარჯება – ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გაფორმდება.
„ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2025 წელს დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი (2025 წლის 29 – 31 მაისი) მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების მონაწილეობით, ქართული ფულის კატალოგის გამოშვება, საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და სხვა“, – მისწერა ეროვნულმა ბანკმა შესყიდვების სააგენტოს.
ბანკის თანახმად, 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია:
· ლოგოს და მისი ე.წ. ბრენდბუქის შემუშავება;
· ღონისძიების “ფროდაქშენ მომსახურება”, მათ შორის საიმიჯო რგოლის დამზადება;
· ღონისძიების ორგანიზება სასტუმრო „შერატონში“;
· მიღების/Welcome reception და სადილის/gala dinner ორგანიზება 2025 წლის 29 და 30 მაისს (სარესტორნო მომსახურების გარდა);
· სტუმრების დახვედრა-გაცილება.
საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი – მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები