„ლარის მეტად გაუფასურებას არ ველოდები“ – ეკონომისტი

„ლარის მეტად გაუფასურებას არ ველოდები“, – ასე ფიქრობს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე.
როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში განაცხადა, ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა და თავს წარმატებით ართმევს სიტუაციის კონტროლს.
„დღეს რა სურათიც გვაქვს და იმით, რაც ბოლო 4-5 თვეში ვნახეთ, დავრწმუნდით იმაში, რომ ეროვნული ბანკი ისეთი მოწოდების სიმაღლეზეა, როგორზეც მანამდე არ ყოფილა.
ვგულისხმობ, იმას რომ როდესაც ლარი კურსი უფასურდება არა მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ აჟიოტაჟური ან ცრუ მოლოდინების შექმნის საფუძველზე, ეროვნული ბანკი ბაზარზე მყისიერად ერევა და იჭერს იმ წონასწორულ ნიშანს, რომელიც ბუნებრივ მოცემულობაში უნდა იყოს.
ლარის მეტ გაუფასურებას არ ველოდები, ერთის მხრივ, როგორც ვთქვით, ეროვნული ბანკის სიძლიერიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ, ეკონომიკის მოსალოდნელი გაუმჯობესების, გაჯანსაღების პირობების გათვალისწინებით,“ – განაცხადა ანგურიძემ.