ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა 64,9 მილიონი დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო აუქციონზე 64,9 მილიონი დოლარი გაყიდა. ეს ბოლო 10 დღეში მეორე ინტერვენციაა კურსის შესანარჩუნებლად.
„სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია“, – წერია ბანკის განცხადებაში.
64,9 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 1,31 თეთრით, ევროსთან კი 1,75 თეთრით გამყარდა.
ხვალიდან:
· 1 დოლარი 2,7143 ლარი ეღირება;
· 1 ევრო კი – 2,9567 ლარი.
ეროვნულმა ბანკმა $48,5 მილიონი 8 ოქტომბერსაც გაყიდა. 10 დღის წინ გაყიდულმა დოლარმა ლარი 2,21 თეთრით გაამყარა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ