ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა $48 მილიონი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანეს, საიდანაც 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
ეროვნული ბანკის თქმით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე აღნიშნული თანხის გაყიდვამდე Bloomberg-ის სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.81 ლარი იყო, კომერციულ ბანკებში კი („“ და „საქართველო“) 1 აშშ დოლარის შეძენა 2.88 ლარად იყო შესაძლებელი.
სავალუტო აუქციონზე 48.7 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ, Bloomberg-ის სისტემაში 14:15 საათის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.79 ლარია, კომერციულ ბანკებში კი („თიბისი“ და „საქართველო“) 1 აშშ დოლარს 2.86 ლარად შეიძენთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!