ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა. სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 7 მაისის ოფიციალური კურსით, დოლარის მიმართ ლარის ცვლილებამ 2.38 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8222 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა 2.87 თეთრით და ღირებულება 3.0703 ლარი გახდა.