Catalunya Radio გვაუწყებს, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ამავე გუნდის ყოფილ დამრიგებელ პეპ გვარდიოლასთან კონსულტაცია გაიარა.
“ბლაუგრანას” მმართველმა “სიტის” თავკაცს სთხოვა, ერჩია თუ ვინ იქნებოდა იდეალური კანდიდატი, რომელიც კატალონიურ გრანდს ჩაიბარებს.
პეპმა ლაპორტას ურჩია, რომ ამ პოზიციაზე “ბრაიტონის” ამჟამინდელი თავკაცი რობერტო დე ძერბი დანიშნონ.
მოგეხსენებათ, “ბარსელონას” სეზონის ბოლოს ხავი დატოვებს და პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლას რჩევის მერე, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ დე ძერბი იქნება.