ლანჩხუთში, უხუცეს, 106 წლის ქალბატონს მერმა დაბადების დღე მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად სოფელ ნინოშვილში, 106 წლის შურა გოგუაძეს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა.
ლანჩხუთის მერმა უხუცეს ქალბატონს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
შურა გოგუაძეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამიდან (ხანდაზმულ, 100 და მეტი წლის ასაკის, პირთა დახმარება) ანგარიშზე 1500 ლარი დაერიცხა.